09:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:18:13, 590 ნახვა

საზოგადოება
მერიას მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიას მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს. 

„მერიას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ  აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ  და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. 

ისინი გეგმავენ, რომ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ შესაბამის უწყებებში დღეს განცხადება შეიტანონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics