08:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:13:18, 767 ნახვა

სამართალი
მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია

იმერეთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად,  1962 წელს დაბადებული გ. კ. არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით  დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში  სამი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

მათივე ცნობიტ, სამართალდამცველებმა  ბრალდებული  მიმდინარე წლის 27 თებერვალს  თბილისში  დააკავეს.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ფიზკულტურის 54 წლის პედაგოგს 6, 12 და 14 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics