20:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 19:58:01, 347 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ელისაშვილზე - მაგას თუ გაბედავდა ჩემთან მიმართებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი

ერთი თხოვნა მაქვს, ალეკო ელისაშვილზე ნაკლებს ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე შევძელი, ჩემ თავზე მაღლა დავმდგარიყავი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ალეკო ელისაშვილის მიერ ალი ბაბაევზე თავდასხმის შეფასება სთხოვეს.

„სიმართლე გითხრათ, პოლიტიკამდე კი არა, პოლიტიკაში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგაც ალბათ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც მე შევძელი. გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ჩემ წინ პოლიტიკოსობამდე ცხოვრებიდან ვინც მიცნობს, მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. ეს ბიჭი მე მიცნობდა 1995 წლიდან. ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის შესახებ რაღაცები ვიცოდით. ჩემი მეგობრების მეგობარი იყო სხვათა შორის. მაგას თუ გაბედავდა ჩემთან მიმართებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. როგორც პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძის კი არა, ზოგადად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ რაც გაბედა, მაგრამ რომ დაგავალებენ, ეტყობა მერე ბედავ. რომ დაგავალებენ ან რომ აგაგდებენ, ორიდან ერთია, მერე ბედავ ეტყობა“, - აღნიშნა მან.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვერასდროს წარმოედგინა თუ მისი დასაცავი გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც თავს დაესხმებოდა.

„ჩემ თავზე მაღლა დავდექი და შევძელი, რომ არათუ შურისძიებაზე მეფიქრა მარაზმის, არამედ, სამომავლო პრევენციას ვახდენ ახლაც კი, ამ ტრიბუნიდან, ვიდეოებს რომ მიგდებენ ამას რა ვუყოთო, მე ვეუბნები ხოლმე, ხომ არ გააფრინეთ, დამშვიდდით, რა უნდა უყოთ. ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მე თავს დამესხმებოდა, ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მით უმეტეს. ამიტომ, ეს შეაფასოს გამომძიებელმა, პროკურორმა, მე დანარჩენი ამაზე რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი ვთქვი“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics