13:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 12:03:33, 385 ნახვა

პოლიტიკა
კარპენტერი - საქართველოში მიმდინარე ყველა ქმედება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს

იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარპენტერმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ქმედება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს.

„იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ამჟამად საქართველოში სულ სხვა ფენომენს ვადევნებთ თვალს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოდიან. ეს არის მათი უფლება, რომ თავიანთი შეხედულებები ღიად გამოთქვან, ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ძალიან, ძალიან სამწუხარო და ღრმად შემაშფოთებელია, რომ მათ მიმართ ძალადობენ. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ქმედება აშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მიზნებს იყოს ევროპული დემოკრატია“,- განაცხადა კარპენტერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics