01:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:21:56, 347 ნახვა

საზოგადოება
გელა გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოადგილე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა.

„გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics