03:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 01:20:20, 365 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება

ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან:

"ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

1. ნინაკა ცინცაძე
2. მარიტა საგინაძე
3. შორენა ფაღავა
4. მარიამ დვალი
5. ვერიკო ზაქარიაძე
6. ხათუნა აბულაძე
7. მაგდა შავიშვილი
8. მარიანა ვარშანიძე
9. მაია ჭყონია
10. ლამზირა ბოლქვაძე
11. მზია კახაძე
12. თამრიკო ჯორბენაძე
13. ელენა სურმანიძე
14. სოფიკო გოგოლიშვილი
15. რუსუდან კახიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics