01:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 21:17:51, 442 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს.

როგორც ნუცუბიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, საქართველო ევროკავშირისგან ისე შორს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა.

„თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი. ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი“,- წერს ნუცუბიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics