09:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 12:44:03, 404 ნახვა

პოლიტიკა
„რა? სად? როდის?“ მოთამაშეები - საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის

“ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გადაცემა „რა? სად? როდის?“ მონაწილეები ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ასახული.

„რა? სად? როდის?

მესამედ ვაფიქსირებთ პოზიციას:

“ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციის 78-ე მუხლში. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მოვითხოვთ ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირისგან და საჯარო მოხელისგან აღასრულოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსი. ჩვენი არჩევანია - ევროპა! აქვე მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებთან, რომლებიც კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას ითხოვენ. ხელმოწერები კომენტებში (პრინციპით: ერთი კომენტი - ერთი ხელმოწერა ანუ სახელ-გვარი). სია ღიაა ყველა მოთამაშისთვის და თამაშის მოყვარულისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics