10:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 22:06:58, 367 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას მკაცრად ვგმობ

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას მკაცრად ვგმობ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ვალტონენის განცხადებით, იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა“, - წერს ვალტონენი.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქცია გაიმართა გუშინ, 28 ნოემბერსაც. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics