|
2024-11-29 13:27:11, 392 ნახვა
პოლიტიკა
კულება ქართველებს - ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება, მომავალი მოგპარონ
ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, არ მისცეთ უფლება, მომავალი მოგპარონ,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ X-ზე წერს. კულებას განცხადებით, რუსეთი საქართველოში იგივე სცენარით მოქმედებს, რასაც ის 2013 წელს უკრაინაში აკეთებდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რა დროსაც პროტესტის მინაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მანამდე კი, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)