12:10 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 02:00:28, 357 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ!

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს იცავს და ეს ასე იქნება იქამდე, სანამ ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება“.

„დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ! ნუ მისცემთ რუსეთს თავისუფლად სვლის საშუალებას! ქართველი ხალხი იცავს ევროპულ მომავალს და ასე იქნება, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics