13:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 19:44:38, 334 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ევროკავშირზე და ნატოზე უარი ღიად და ცალსახად თქვა

ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი,- ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, "საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე".

"ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია",- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics