|
2024-11-28 10:25:21, 341 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა
„თიბისის“ ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე. ღონისძიებაში მონაწილეობით, „თიბისის“ გუნდის წევრებს ინფორმაციის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ის თანამშრომელია. „თიბისიმ“ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან დაიწყო პარტნიორობა, რაც რეგიონის მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მიცემით, „თიბისი“, ერთი მხრივ, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, -კომპანიის წარმატებასა და ინოვაციურობაზე ზრუნავს. Global Software Architecture Summit-ზე მიღებული გამოცდილება „თიბისის“ ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)