07:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 13:07:58, 620 ნახვა

საზოგადოება
მარტვილის კანიონის 280 მეტრიანი მონაკვეთი 5 წლის ვადით იჯარით გაიცემა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა,  სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციიტ, მინისტრმა ადგილობრივებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ინიცატივა გააცნო.  სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად  მარტვილის კანიონის  კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეოაბს აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა.

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics