|
2024-11-25 17:17:09, 354 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და სამანდატო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შესახებ. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპების და მტკიცედ ადგას მოდერნიზაციის, მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის და პროგრესის გზას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.
როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობის ყველა ეტაპზე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციითა და ჩართულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე იმოქმედა. მისივე თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თანამშრომლობის ოთხი ახალი ფორმატის შემუშავება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალება მისცა მაქსიმალურად გაეზიარებინა მათი მოსაზრებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა.
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუციებსა და კერძო ორგანიზაციებს საინფორმაციო კამპანიების წარმოებისას თუ ზოგადად არჩევნების ადმინისტრირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის და პროცესის მონიტორინგისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომლებმაც საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებისას კანონმდებლობით და საკუთარი პროფესიონალიზმით იხელმძღვანელეს, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე მადლობას გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომელთაც, მისი თქმით, შეძლეს და უზრუნველყვეს, მცირე ხარვეზების მიუხედავად, დაცული ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება, ხმის ფარულობა და ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლებები. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია დროებით სამანდატო კომისიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ დადგენილებით ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით. ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რომლის ტექსტიც, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)