07:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 12:20:47, 638 ნახვა

საზოგადოება
იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იაკუბლოს წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წყალსაცავი 3000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით, ხოლო მთის ძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საერთოჯამში 8 000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას ემსახურება.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი.  წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.

იაკუბლოს წყლასაცავის რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მისი სრული დატვირთვით და უსაფრთხო ფუნქციოინერება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics