20:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 16:00:41, 369 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა

მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა პარტიული უთანხმოებების დრო აღარ არის.

„მივესალმები გაძარცვულ საქართველოს. საქართველო მთლიანად გაიძარცვა იმიტომ, რომ არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე ხმის მიცემის უფლება, არჩევანის თავისუფლებაა. ხალხი დილით ადრე ადგა, წავიდა რეგიონში ხმის მისაცემად... ვიხილე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, აშშ-დან, ევროპიდან, რათა ხმა მიეცათ. საღამოს გამოუცხადეს, რომ მოპარულია, დატოვეს ცარიელ-ტარიელი. ეს არის სიტუაცია, რომელიც მივიღეთ. საქართველო არის მთლიანად გაძარცვული, არის მაფიოზური კლანის ხელში. მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ამაზე უფრო დიდი უსამართლობაა დღევანდელი საქმე, რომელიც ეხება ქვეყანაში უკანონოდ დაბრუნებას, ეს ყველა საზღვარს ცდება.

მე ვფიქრობ, ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და სხვადასხვა კრიტიკული მოსაზრებით, ეს არ გააკეთა...
 
სიტუაცია მარტივია, ქვეყანა წაგვართვეს. ახლა აღარ არის დრო პარტიული უთანხმოებების. ან ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ან შევწყვეტთ და საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.

ხვალ არის „ვარდების რევოლუციის“ 21-ე წლისთავი. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ასე მოიპარეს არჩევნები. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნებს მოიპარავდნენ და წინასწარ მოვემზადეთ...

ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გადარჩენას შორის არის 4 000 „რობოკოპი“ და სპეცრაზმი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 „რობოკოპი“. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ?! ამიტომ, უნდა შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“. მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“ - რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?“ რომელ მთავრობაზე საუბრობთ? ეს მთავრობა კი არ არის, ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობა. სამართალდამცველები კი არა, ვითომ სამართალდამცველები არიან, სამართალდამრღვევები. ამიტომ, მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა. კაცმა რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, ყველაფერზე წამსვლელია - თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია“,- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics