17:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 19:46:56, 372 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის კომისიის ტექნიკური მისია ჩამოვა - რიკარდ იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი.  ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია".  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის". - წერს იოზვიაკი. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი.

ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:

ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics