17:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:05:20, 422 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, “მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა, მთავრობა დამტკიცდება და ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.

 “პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო  რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას,  ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა  და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics