13:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 13:38:29, 480 ნახვა

საზოგადოება
მერია - ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.

"დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან  N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან  ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი  იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics