|
2024-11-12 14:33:26, 323 ნახვა
საზოგადოება
განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის
"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების შესაძლებლობებს - 40-ზე მეტი პროექტი და 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. "საქართველოს ბანკის" სტიპენდიები 22 უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, "საქართველოს ბანკი" სტიპენდიების პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 22 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ სწავლა სასურველი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, გამარჯვებულებს კი "საქართველოს ბანკთან" ერთად ავლენენ. პროექტის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით უკვე 160-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს და მათი, ისევე როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა, ყოველწლიურად იზრდება. “მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივატორია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან როგორი რთულიც არ უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - აღნიშნავს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი და "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი. CHEVENING-ი, Fulbright-ი და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიები უკვე 11 წელზე მეტია, "საქართველოს ბანკი" იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ "საქართველოს ბანკის" დაფინანსება CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში და ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში 100%-იანი დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის სტიპენდია ახალგაზრდა პროფესიონალებს ცხოვრების ხარჯსაც უფინანსებს. ჯამურად უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 60-მდე სტიპენდიატი, მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე მზარდია. „წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია. ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი პროფესიული თვალსაზრისით განვითარება. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ სცადეთ, დაბრკოლება აქციოთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ“, - ნანა გელაშვილი, "საქართველოს ბანკის" 2024 წლის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში. "საქართველოს ბანკის" ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 24 სკოლაში მოსწავლეებისთვის განათლებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან "საქართველოს ბანკი" ბიბლიოთეკების
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)