08:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 13:45:22, 379 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, რადგან რუსეთის ნაწილია

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს ვერ იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ის არის რუსეთის ნაწილი,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ მედიის წარმომადგენლებთან, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-5 სამიტზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობის წევრებს ევროპაში „ხელს აღარ ართმევენ“.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ, როგორ გადასვეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო, როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან. მოწვევაც იყო ასევე ევროპაში ყველას მიერ აღიარებული ავტორიტარის, ვიქტორ ორბანის მიერ.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს ვერ იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ის არის რუსეთის ნაწილი. როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვნიან მისი გაგრძელებები, მათ შორის საქართველოში...

ზელენსკი ვერასდროს ვერ იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრამვასა და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხის არიან ისინი, ვისაც ხელს აღარ ართმევენ",- თქვა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-5 სამიტს დაესწრო. სამიტის ფარგლებში კობახიძე რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics