|
2016-02-26 19:32:06, 921 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენდერულ მრჩევლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენდერულ მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვას ისახავდა მიზნად. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის თემაზე მიმდინარე ღონისძიებებში თავდაცვის სამინისტროს აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და სამშვიდობო კონტინგენტში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის დაცვასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ანა დოლიძემ და გენდერულმა მრჩევლებმა გენდერის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაზე, სამშვიდობო ოპერაციების გადასროლისწინა მომზადებაში გენდერული თანასწორობის სწავლების გაფართოებასა და სხვა ინიციატივებზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზის საჭიროებას, გენდერული მრჩევლის ინსტიტუციონალიზაციის, ქალი სამხედრო მოსამსახურეების პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო მოდულების შექმნის საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გენდერულმა მრჩევლებმა ყურადღება მუშაობის პროცესში გამოკვეთილ საკითხებზე გაამახვილეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)