11:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 10:07:07, 333 ნახვა

პოლიტიკა
დღეს, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან

დღეს, 5 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

როგორც „კოალიაცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, შეკრება 14:00 საათიდან დაიწყება.

მისი თქმით, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

“14:00 საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან  შევიკრიბებით. ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ და მამაც ადამიანს ეკადრება. ჩვენ გარშემო ადამიანები არიან, ვისი სულებიც იწვის.

საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ და ასეც იქნება. 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით. ასე გეტყვით, ყოველდღე სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით. დიდი მადლობა და გამარჯობა და გამარჯვება საქართველო“,- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
თბილისში 14 წლის მოზარდმა 30-ჯერ გაიტაცა ავტომობილი, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics