|
2024-11-04 21:34:51, 380 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ იგეგმება [ვიდეო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეები პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ იგეგმება. ამ წუთებში მოქალაქეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ბარათაშვილის ხიდის „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ ინიციატივით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართა. მანამდე აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა. ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)