|
2024-11-04 19:48:25, 383 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება [ვიდეო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათი წევრები, მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი და სიტყვით გამოსვლები იმართება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია. აღსანიშნავია, რომ აქციამდე, ოპოზიციონერი ლიდერების ხელმძღვანელობით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის სასახლემდე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. შეგახსენებთ, შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა. ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)