19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 15:33:18, 257 ნახვა

საზოგადოება
DIB სკოლაში თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) "თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.

"მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული რესურსით ტარდება. პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, პროგრამა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) ფარგლებში ტარდება და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის განგრძობითობის ამსახველი კარგი მაგალითია.

5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში.

„თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მოწვეული ექსპერტების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics