19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 14:50:05, 318 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

მხარეებმა, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები, უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან. ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით, უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას.

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო, პოპმპასთან თავსებადი CGM სისტემებით უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე, განიხილეს  შაქრიანი დიაბეტის 18 წელს ზემოთ პროგრამაც. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით,  სამინისტროსთვის, პრიორიტეტულია პაციენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics