19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 17:49:37, 392 ნახვა

საზოგადოება
სევინჯ სადიგოვა - აფგან სადიგოვი უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან

ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან,- ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა.

როგორც სადიგოვამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოში სასამართლო „დაკვეთით მუშაობს“.

„თქვენ უკანონობას აკეთებთ, ეს არის მართლმსაჯულება? შეკვეთა გაქვთ მიღებული, უდანაშაულო ადამიანს სჯით. თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო. ეს რა სასამართლოა? არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს. მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ. ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის. 3 თვეა უკვე ვიბრძვით. აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა, რა უნდა ვქნა?“ - ამბობს სევინჯ სადიგოვა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით დღეს, 1-ელ ნოემბერს გაუხანგრძლივეს.

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 

13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics