12:52 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 17:09:28, 865 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენს სახელმწიფოს ზიანს ვერ მიაყენებს

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცედ გამოხატა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, "ოპოზიცია იმედგაცრუებულია რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად".

"ეს, რა თქმა უნდა, არის იმედგაცრუება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ქვეყანაში. ხალხის ძალა არის უზენაესი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალას და ხალხის ნებას ძალით ვერავინ ვერ შეცვლის. შესაბამისად, დღევანდელი დღეც არის მაგალითი, რომ ამ არჩევნების შედეგები, რომელიც არის ძალიან ცხადი ყველასთვის, არის ლეგიტიმური, გვაძლევს იმის აბსოლუტურ საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხალხის სამსახური და ყველა ის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რაც გვქონდა დაწყებული.

ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, შესაბამისად, ეს იმედგაცრუება და იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. და, კიდევ ერთხელ, როგორც არის ხალხის დავალება, გაგრძელდება ხალხის სამსახური",- განაცხადა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics