|
2024-10-27 15:36:09, 358 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ის წარმომადგენელი - იყო ხმების მოსყიდვის არაიზოლირებული ინციდენტები
იყო არაიზოლირებული ინციდენტები ხმების მოსყიდვის,- ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელმა, ჯონ შიმკუსმა საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. როგორც შიმკუსმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ასევე აღინიშნა განმეორებით ხმების მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. „საარჩევნო კამპანია ძირითადად მიმართული იყო უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, იმისთვის, რომ მათზე მომხდარიყო ზეწოლა. ასევე, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, რომ ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იყო მოგროვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე. გარდა ამისა, ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, შექმნა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელმაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში... მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად გამართულად ჩატარდა[ხმის მიცემა], თუმცა პრობლემები იქნა შემჩნეული ბიულეტენების დასკანერებასთან დაკავშირებით. ასევე, იყო გარკვეული შეშფოთებები ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე სისტემატური ზეწოლა, დათრგუნვა. ამან ყველაფერმა შექმნა შიშს გარემო. ასევე, არაიზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, ასევე, განმეორებით ხმების მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობა. უბნების დახურვისა და დათვლის დროს, ვითარება მთლიანობაში მშვიდი იყო... IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის, იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული სურვილი და არჩევანი იქნას ასახული. IRI აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ელოდება საბოლოო შედეგების გამოცხადებას და დავების განხილვასა და გადაწყვეტას. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ გამოვცემთ საბოლოო ყოვლისმომცველ ანგარიშს“,- განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)