|
2024-10-26 22:36:30, 430 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები დაცული იყოს [ვიდეო]
მინდა, პირველ რიგში მადლობით დავიწყო, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ, ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვისათვის. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მხარდამჭერებს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე მიღებული შეურაცხყოფის და ბულინგის მიუხედავად, არ გატყდა და იდგა იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა. „რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები. დაცული იყოს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“,- განაცხადა კალაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)