19:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 11:30:25, 334 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ძალები განწირულნი არიან მარცხისთვის და ეცდებიან თავი დღის ბოლომდე სპეკულაციებით გაიტანონ

არავის მივცემთ შესაძლებლობას უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

კახა კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს შანსები არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სპეკულაციებს მიმართავენ და ეცდებიან, საარჩევნო უბნებზე დაძაბულობა შექმნან.

"მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით სიტუაცია დაძაბონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელი არის და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობაა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

რაც შეეხება ამ რადიკალურ ძალებს, ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, შექმნან რაღაც სურათი. მაგალითად, წინა დღეებში პირადობის მოწმობებზე ჰქონდათ რაღაც აქცენტი გაკეთებული და გამოიკეთა, რომ ეს არის ტყუილი და სპეკულაცია. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან გაიტანონ თავი დღის ბოლომდე",- აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics