|
2024-10-25 15:48:29, 355 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა
"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნული, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. "წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორის იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღება",- ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკული მედიების "მთავარი არხის" "ტვ პირველის" და "ფორმულას" მიმართ. "2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით. არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა",- ნათქვამია ანგარიშში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)