|
2024-10-25 14:48:31, 342 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ხვალ რეფერენდუმია - ჩვენ ვართ გარანტია იმისა, რომ „ოცნებას“ დავამარცხებთ და ხელისუფლება შეიცვლება
ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, "ოცნების" მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ, "რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს". "ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები განისაზღვრება. მინდა, გითხრათ ერთადერთი, მცირე, მინიმალური, რასაც არის მოჭიდებული "ქართული ოცნება”, რომ 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩეს ბევრი ხმა. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ყველა თანამემამულეს, არ არის ახლა რისკის დრო, გთხოვთ, გააკეთოთ არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც გარანტირებულად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, ვართ ყველაზე სანდო, გარანტია, რომ დავამარცხებთ |ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება. ამიტომ, გთხოვთ მხარდაჭერას, ნუ გაფლანგავთ თქვენს ხმას, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ გაფლანგოთ თქვენი ხმა, დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ყველაზე სანდო და გარანტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირობოდ დაამარცხებს ივანიშვილს და მოიშორებს "ოცნებას” და წავალთ წინ ევროკავშირისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხვალინდელ რეფერენდუმში, 5 ნომერი ამის გარანტიაა",- თქვა ვაშაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)