21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 11:56:40, 410 ნახვა

პოლიტიკა
Associated Press - 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები EU-ში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი იქნება

სამხრეთ კავკასიის ამ 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: “საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“.

როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციური პარტიების კოალიცია, “ქართულ ოცნებას“, უპირისპირდება, რომელიც “ქვეყანას 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, “გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების, დაახლოებით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში“.

“სამხრეთ კავკასიის ამ 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება “ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს.

გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების. დაახლოებით. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც EU-ში, ასევე ნატოში.

ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო “უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით. ის მოითხოვს მედიას, არასამთავრობო და სხვა არაკომერციული ორგანიზაციებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. “ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს კანონი საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანია მათი სტიგმატიზაცია“,- აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics