23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 13:08:44, 277 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - მოსახლეობას აქვს სტაბილურობისა და ქვეყნის განვითარების სურვილი, რაც მკაფიოდ გამოჩნდა გუშინდელ უპრეცედენტოდ მასშტაბურ აქციაზე

ეს იყო უპრეცენდენტოდ  მაშტაბური აქცია, რომლის მსგავსიც, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსოვს - ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც მოსახლეობა აქტიურობდა, აქტიურად იკრიბებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, გუშინდელი დასკვნითი ღონისძიება, როდესაც თბილისში მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია, იყო უპრეცენდენტოდ მასშტაბური და ეს არის მოსახლეობის პოზიციის თვალსაჩინო მაგალითი, რაც მკაფიოდ დადასტურდება ორ დღეში არჩევნების შედეგებით,- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასებას ეხებოდა.
 
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დააფიქსირა, რომ აქვს ქვეყნის განვითარებისა და  სტაბილურობის სურვილი.
 
"გუშინდელ ღონისძიებაზე მყოფი ყველა ადამიანი ცალსახად ხედავდა, რა სულისკვეთება არსებობს ჩვენს ამომრჩეველში, ჩვენს მოსახლეობაში - ეს არის მყარი მხარდაჭერა და სურვილი სტაბილურობისა და განვითარების კუთხით",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics