07:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 10:09:16, 347 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. 

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება.

„Friend ქართულად მეგობარს ნიშნავს. მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარადგინეს „მეგობარი აქტი“ - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. კანონპროექტი პალატის საბოლოო კენჭისყრას ვიდრე ელოდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა“,- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის მიერ  X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics