00:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 11:58:05, 389 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

სააკაშვილის განცხადებით, „საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

„მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! 

ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში. ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.

ამიტომ, დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.

მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს, დავეხმაროთ თბილისში მყოფ, რეგიონებიდან ჩამოსულ ამომრჩევლებს თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით. თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი! - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics