|
2024-10-22 16:10:30, 482 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ივანიშვილზე - სახელმწიფომ ფაროსანას ვერ მოუარა და გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს
სამეგრელოში რიგით ადამიანებს ფაროსანას პრობლემა აწუხებთ - სახელმწიფომ კორუფციის გამო ფაროსანას ვერ მოუარა, ფაროსანასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, წარმატებული ბრძოლა გვქონდა, მერე მიაგდეს ეს ყველაფერი, ფული იშოვეს და კორუფციაში ჩაეფლნენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ფაროსანა ვერ დაუმარცხებია და ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობს,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, “გუშინდელი ეთერის შემდეგ, “ოცნებაში" თუ კიდევ ვინმე დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ივანიშვილს ხმა უნდა მისცეს ე.ი. მათ არაფერი არ უშველის“. “ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა ლარი მას ეკუთვნის; ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ქონება მას ეკუთვნის და ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა ხმა და ადამიანი მას ეკუთვნის. სამეგრელოში რიგით ადამიანებს ფაროსანას პრობლემა აწუხებთ - სახელმწიფომ კორუფციის გამო ფაროსანას ვერ მოუარა, ფაროსანასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, წარმატებული ბრძოლა გვქონდა, მერე მიაგდეს ეს ყველაფერი, ფული იშოვეს და კორუფციაში ჩეფლნენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ფაროსანა ვერ დაუმარცხებია და ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობს. გუშინდელი ეთერის შემდეგ "ოცნებაში" თუ კიდევ ვინმე დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ივანიშვილს ხმა უნდა მისცეს ე.ი. მათ არაფერი არ უშველის. გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემს გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა, ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა“,- განაცხადა გახარიამ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)