|
2024-10-21 21:36:38, 280 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს
განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ - მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით - მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც არაკორექტული და არაობიექტურია. ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს". "[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო. რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? - მე პირადად, აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით აბსოლუტურად, რამეთუ მთელი დღე 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც - ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი, ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ, ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)