09:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 17:53:28, 309 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს

საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც სტანომ აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფლი თანამშრომლობის განახლება, თუ არჩევნები იქნება თავისუფალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც",- განაცხადა სტანომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics