|
2024-10-20 22:53:01, 432 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა
„არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე თითოეული საქართველოს მოქალაქე გააკეთებს ევროპულ არჩევანს.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. ჩვენ ახლა შეკრებილები ვართ გმირთ მოედანზე, აქედან დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. არის სულ ხუთი ლოკაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და თავისუფლების მოედანზე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრნი, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, რომ ჩვენ ერთიანობით ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, უარს ვამბობთ საერთაშორისო იზოლაციაზე და იმ სიღატაკეზე, რაც საერთაშორისო იზოლაციას მოაქვს. არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხს უკვე მიღებული აქვს, ეს არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს და ახლა ჩვენი ვალია, პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ასევე თითოეული მოქალაქის, რომელსაც აქვს ყველაზე ძვირფასი კონსტიტუციური უფლება, რომ საკუთარი ხმით, საკუთარი არჩევანით განსაზღვროს თავისი ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ევროპულ არჩევანს გააკეთებს სულ რაღაც ექვს დღეში, 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპის განვითარების გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)