00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 22:48:50, 411 ნახვა

საზოგადოება
ზღვისუბანში საქალაქო პარკი გაიხსნა - ვიდეო

ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. ღონისძიება ჯგუფმა „მიქსტურამ" გახსნა და მსმენელს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შესთავაზა. 

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნა მიულოცა. 

„იხსნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება დედაქალაქში. მინდა გავიხსენო, რა მდგომარეობა იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ აქ მოვედით - იყო ანტისანიტარია, ჭაობი და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაშენებდით ყველაზე მაგარ, ყველაზე მწვანე რეკრეაციულ სივრცეს და დღეს უკვე ეს დაპირება შესრულებულია. გილოცავთ ყველას და ვუერთდები თქვენს სიხარულს. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას. ამ პროექტების განხორციელება მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანმა მშვიდობამ. ყველამ მინდა იცოდეს, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გავაგრძელებთ ან ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას, აღორძინებას და დედაქალაქს კიდევ ბევრი ასეთი რეკრეაციული სივრცე შეემატება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, პროექტის შემსრულებლებს და პარკის გახსნის ღონისძიების მონაწილე ჯგუფს „მიქსტურას".

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. 

მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა. 

პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა:  პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა  ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე  სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც. 

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე. 

სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.

 









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics