|
2024-10-18 18:23:59, 279 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას აწარმოებენ, რომელიც მმართველი პარტიის „დისკრედიტაციას ისახავს მიზნად". როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ“. „მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება",- განაცხადა მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)