|
2024-10-18 16:48:45, 286 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ
სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითაც ისინი კიდევ ერთხელ საზოგადოებას აჩვენებენ, რომ მათ ნეიტრალიტეტთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით, საიას თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი და წარადგინა შუალედური ანგარიში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან. „დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე, როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას",- განაცხადა მიქანაძემ.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)