|
2024-10-18 16:31:41, 279 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობოების მხრიდან
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მიქანაძის თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის ტირაჟირებაა. „დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოო დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით",- განაცხადა მიქანაძემ.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)