|
2024-10-18 12:43:01, 313 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი, აღნიშნულ კანონს აპროტესტებს. „აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორგანიზაცია, ეს უნდა დაარეგისტრირო, უთხრა ხალხს, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მავანს არ მოსწონს იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემიზმს. ეს ყველაფერი „შავად“ ხდებოდა იმ მსუყე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც შეინიშნებიან რევოლუციური პროექტების განხორციელებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)