16:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 09:28:48, 382 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი "ჰამასის" ახალი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს "ჰამასის" ლიდერები.

"ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია. ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის",- წერს ბაიდენი.

ბაიდენი ასევე აქვეყნებს ვრცელ განცხადებასაც, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აშშ-ის დაზვერვასთან ერთად მუშაობს და "სამართლიანობას ვერცერთი ტერორისტი გაექცევა".

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics