|
2024-10-17 16:43:39, 382 ნახვა
პოლიტიკა
„არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები“ - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებისადმი მიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიმართვაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, "არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები" არ შეასრულონ. "მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა - ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში, არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება. ეს ეხებათ პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, აიპ/სიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში, არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უხდებოდა მთელი ეს დრო ჩემ მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება. 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!" - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)